გა­ნათ­ლე­ბა - 2012 წლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი
14 დეკემბერი, 2011
1850
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს 2012 წლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს და ქვე­ყა­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს.

ამ ეტაპ­ზე სა­მი­ნის­ტ­რო რე­ფორ­მებს 42 მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. 2012 წელს მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებს კი­დევ ხუ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­დან ერთ-ერ­თი სი­ახ­ლე 2012 წლის სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მე­ბია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს:

1. სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მას - სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე 25 000 სტუ­დენ­ტის და­საქ­მე­ბას სა­ზაფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, 2. სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15 ქა­ლა­ქის (რუს­თა­ვი, ქუ­თა­ი­სი, ფო­თი, ზეს­ტა­ფო­ნი, გო­რი, ხა­შუ­რი, ზუგ­დი­დი, ბა­თუ­მი, ტყი­ბუ­ლი, ონი, ჭი­ა­თუ­რა, ახალ­ქა­ლა­ქი, სამ­ტ­რე­დია, ოზურ­გე­თი, თე­ლა­ვი) მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დამ­ზად­დე­ბას ინ­გ­ლი­სურ­ში, კომ­პი­უ­ტერ­სა და პრო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში.

სი­ახ­ლეა იმ 7000 სტუ­დენ­ტის­თ­ვ­საც, რომ­ლე­ბიც არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლო­ბენ, სა­მი­ნის­ტ­რო მათ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და­უ­ფი­ნან­სებს და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში დაგ­რო­ვილ კრე­დი­ტებს უღი­ა­რებს. ამ ცვლი­ლე­ბით სა­მი­ნის­ტ­რო არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტებს ჩა­რიცხ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში აძ­ლევს შანსს სწავ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ნაგ­რ­ძონ.

მარ­ტივ­დე­ბა უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლის ან სტუ­დენ­ტის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბის წე­სი, 2012 წლი­დან ისი­ნი სა­სურ­ველ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბი­დან 24 სა­ა­თის გან­მ­ვა­ლო­ბა­ში შეძ­ლე­ბენ სწავ­ლის დაწყე­ბას. სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნამ­დ­ვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა კი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მოხ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ველს ლო­დი­ნი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და.

2012 წლი­დან უქ­მ­დე­ბა აბი­უ­ტუ­რი­ენ­ტ­თა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბი. შვი­დის ნაც­ვ­ლად, აბი­ტუ­რი­ენ­ტი თა­ვი­დან­ვე ოც სა­სურ­ველ ფა­კულ­ტეტს აირ­ჩევს. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველს უფარ­თოვ­დე­ბა მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ფა­კულ­ტე­ტის შერ­ჩე­ვის არე­ა­ლი, თუმ­ცა მი­სი ჩა­რიცხ­ვა მხო­ლოდ ერ­თხელ გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა. ამით გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მოცხა­დე­ბა დაჩ­ქარ­დე­ბა და იგი ნაც­ვ­ლად ოქ­ტომ­ბ­რი­სა, 25 აგ­ვის­ტომ­დე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამ­დე­ნად, 2012 წე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი და უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლი­დან ორ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე - სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო, ფარ­მა­ცევ­ტულ და სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი 10-10%-ით გა­იზ­რ­დე­ბა და 35% გახ­დე­ბა. ხო­ლო უცხო ენა­ში ზღვა­რი 30% გახ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის ყვე­ლა და­ნარ­ჩენ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ზღვა­რი იგი­ვე რჩე­ბა.

უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შეზღუდ­ვე­ბი უწეს­დე­ბათ და ყვე­ლა მათ­გა­ნი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მე­ოთხე სა­განს მხო­ლოდ მაპ­რო­ფი­რე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან აირ­ჩევს. აქამ­დე მე­ოთხე სა­განს თა­ვად უმაღ­ლე­სი ირ­ჩევ­და და მი­უ­ხე­და­ვად მკაც­რი პო­ლი­ტი­კი­სა, არ­სე­ბობ­დ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე მე­ოთხე გა­მოც­დას აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არა ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ა­ში, არა­მედ ის­ტო­რი­ა­ში ან გე­ოგ­რა­ფი­ა­ში აბა­რებ­დ­ნენ.

ცვლი­ლე­ბა შე­დის კა­ნონ­ში მო­ბი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სტუ­დენ­ტ­თა მო­ბი­ლო­ბა იზღუ­დე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტი ვერ გახ­დე­ბა, ვიდ­რე ის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მე­ოთხე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­მოც­დას შე­სა­ბა­მის სა­გან­ში არ ჩა­ა­ბა­რებს. სტუ­დენტს, რო­მე­ლიც მო­ბი­ლო­ბით იც­ვ­ლის ფა­კულ­ტეტს კრე­დი­ტე­ბი უნარ­ჩუნ­დე­ბა.

უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ასე­ვე ამოქ­მედ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი ენ­და­უ­მენ­ტის ფონ­დი, და­ფი­ნან­ს­დე­ბა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი უცხო­ეთ­ში (DRF ), ბა­თუმ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის უცხო­ე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად თი­თო­ე­უ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­მო­ი­ყო­ფა მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტი.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის 2012 წლის გა­მოწ­ვე­ვე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბაა. ამ მხრივ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი ენი­ჭე­ბა ახალ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას. 2012 წელს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა VII-XII კლა­სებ­ში და­ი­ნერ­გე­ბა. ამა­ვე კლსე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გრი­ფი­რე­ბის ახალ, გამ­კაც­რე­ბულ წესს გა­ივ­ლი­ან და რო­მელ­თა ფა­სი მაქ­სი­მუმ 10 ლა­რი იქ­ნე­ბა. ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით სკო­ლებ­ში უკ­ვე და­ნერ­გი­ლია. ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მო­ღე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი ერ­თი­ან სივ­რ­ცე­ში მო­ექ­ცე­ვა, სას­წავ­ლო გეგ­მა ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­იც­ვ­ლე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი I-XII კლა­სის ჩათ­ვ­ლით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან სა­ჩუქ­რად მი­ი­ღე­ბენ;

ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სკო­ლებ­ში ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვაა. სკო­ლებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა, გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი, გა­იხ­ს­ნე­ბა 100 ახა­ლი "მო­მავ­ლის კლა­სი" და სკო­ლე­ბი აღი­ჭურ­ვე­ბა smart board-ებით, შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ყვე­ლა სა­გან­ში შე­მეც­ნე­ბი­თი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი და­ი­ნერ­გე­ბა, 2012 წელ­საც 60 000-მდე პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი და მა­თი პე­და­გო­გე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან სა­ჩუქ­რად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ კომ­პი­უ­ტე­რებს მი­ი­ღე­ბენ; სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით მეშ­ვი­დე კლას­ში ახა­ლი სა­გა­ნი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­მო­დის, რო­მე­ლიც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის დაწყე­ბას უფ­რო ეფექ­ტურს და სა­ხა­ლი­სოს გახ­დის, პროგ­რა­მა “აინ­შ­ტა­ი­ნის”-ს ფარ­გ­ლებ­ში 1800 სკო­ლა ახა­ლი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა, გაგ­რ­ძელ­დე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, 2012 წლი­დან კი­დევ უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბებს მი­ი­ღებს პრო­ექ­ტი "ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად", ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2012 წელს 1500 ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­მო­ვა. გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი 300 ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მცოდ­ნე მო­ხა­ლი­სე ქვე­მო ქარ­თ­ლის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის და სხვა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებ­ში ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად იმუ­შა­ვებს, 2012 წელს სკო­ლებ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კა­ბი­ნე­ტე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და მალ­ტა­ში ამოქ­მედ­დე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი.

გა­ნათ­ლე­ბის 2012 წლის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში კვლავ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გაზ­რ­და, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ხელ­ფა­სე­ბის ზრდა. პე­და­გო­გის მი­ერ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ხელ­ფა­სის გაზ­რ­დის პირ­და­პირ პრო­პორ­ცი­უ­ლია. ამ­ჟა­მად მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 380 ლა­რია, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ პე­და­გო­გის ხელ­ფა­სი 75 ლა­რით იზ­რ­დე­ბა. მენ­ტო­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი მას­წავ­ლე­ბელს ხელ­ფას­ზე 180 ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი აქვს. გარ­და ამის, ყვე­ლა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხელ­ფას­ზე და­ნა­მა­ტი 125 ლა­რი ეძ­ლე­ვა, ხო­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გოგს, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და და სა­უ­კე­თე­სო 25%-ში მოხ­ვ­და, ხელ­ფა­სი 1000 ლა­რი აქვს. ქი­მი­ის, ფი­ზი­კი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხელ­ფას­ზე და­ნა­მატს 75 ლარს მი­ი­ღე­ბენ.

მა­ღალ­მ­თი­ან რა­ი­ო­ნებ­ში პროგ­რა­მა "ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის" მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­ფას­ზე 500 ლა­რი­ან და­ნა­მატს იღებს, ხელ­ფას­ზე1000 ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი აქვს პროგ­რა­მა­ში "ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა" მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, ბი­ლინ­გ­ვურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­მა­ტე­ბით 200 ლარს იღე­ბენ.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით 2012 წელს აშენ­დე­ბა: მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და ზუგ­დიდ­ში, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა მენ­ტორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბი, შე­იქ­მ­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა ახა­ლი დამ­ხ­მა­რე მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, და­გეგ­მი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა უცხო­ეთ­შიც (ცერ­ნი, ნო­ტინ­გ­ჰე­მი).

შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის სა­პა­სუ­ხოდ 2012 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მაც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ხელ­შეწყო­ბას გეგ­მავს. 2012 წლი­დან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ვა­უ­ჩე­რულ და­ფი­ნა­სე­ბა­ზე გა­და­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის სტუ­დენ­ტებს სა­მი­ნის­ტ­რო სწავ­ლას და­უ­ფი­ნან­სებს და თი­თო სტუ­დენტს ათას­ლა­რი­ან ვა­უ­ჩერს მის­ცემს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი 100%-იან და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ცვლი­ლე­ბე­ბია უმაღ­ლეს მე­ოთხე და მე­ხუ­თე დო­ნის პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­შიც. ახა­ლი წე­სით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ისე­თი­ვე პრინ­ცი­პით მოხ­ვ­დე­ბი­ან, რო­გორც მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში, ისი­ნი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ზო­გად უნა­რებს ჩა­ა­ბა­რე­ბენ და აგ­ვის­ტო­ში აირ­ჩე­ვენ სა­სურ­ველ სპე­ცი­ა­ლო­ბებს. სტუ­დენ­ტი წი­ნას­წარ არ აფიქ­სი­რებს, თუ სად აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნიტ­როს ასე­ვე და­გეგ­მი­ლი აქვს 4 ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა.

სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ პრო­ი­რი­ტეტს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, ამ მხრივ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რია. სწო­რედ ამ სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვის მიზ­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ აამოქ­მე­და პროგ­რა­მა "ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის", რო­მე­ლიც უკ­ვე წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მო­ხა­ლი­სე ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გე­ბის წარ­გ­ზავ­ნას გუ­ლის­ხ­მობს. 2012 წლი­დან ამ პრო­ექ­ტის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბა იგეგ­მე­ბა, 500 მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გის გა­იგ­ზავ­ნე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რად ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის უკ­ვე შექ­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო დამ­ხ­მა­რე აუდიო-ვი­დეო მა­სა­ლით, რო­მე­ლიც და­ყო­ფი­ლია დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ეტაპ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია სა­მი დო­ნე, 2012 წელს სრუ­ლად თორ­მე­ტი­ვე დო­ნე და­ი­ბეჭ­დე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და­უ­რიგ­დე­ბათ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებს, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ენის სახ­ლებს. ქარ­თუ­ლი ენის სახ­ლე­ბის გახ­ს­ნა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, ქვე­მო ქარ­თ­ლი­სა და კა­ხე­თის იმ რა­ი­ო­ნებ­ში იგეგ­მე­ბა, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ამ სახ­ლებ­ში ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლა ყვე­ლა ასა­კის მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა. ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი, გა­დამ­ზად­დე­ბი­ან არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მულ­ტი­ლინ­გ­ვუ­რად ას­წავ­ლის ხელ­ფას­ზე ორას­ლა­რი­ან და­ნა­მატს მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ექ­ნე­ბათ ქვო­ტე­ბი უმაღ­ლეს სა­გა­ნა­მან­თ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და შე­ღა­ვა­თე­ბი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლა, სა­დაც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და მათ­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

2012 წლის გა­მოწ­ვევ­ბ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია სა­მი­ნის­ტ­როს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის - E-strategy გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას ელექ­ტ­რო­ნულ რე­ჟიმ­ზე გა­და­იყ­ვანს, შე­იქ­მ­ნე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზე­ბი: ePeople - ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვის სის­ტე­მა, eSchools - სკო­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eStudents - მოს­წავ­ლე­თა მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eROfficers მან­და­ტუ­რე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eAssets - სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მარ­თ­ვის სის­ტე­მა, eFinance - სკო­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, eGIS - გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, eLibrary - ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, eCatalog - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კა­ტა­ლო­გი.

ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­გეგ­მი­ლია ახა­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბიც, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რა­საც და­მა­ტე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რი მოხ­მარ­დე­ბა - აშენ­დე­ბა 10 ახა­ლი სკო­ლა, 4 ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი (თბი­ლი­სი, ოზურ­გე­თი, ქო­ბუ­ლე­თი) და 3 ახა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი (თე­ლა­ვი, ზუგ­დი­დი, ახალ­ცი­ხე), გა­იხ­ს­ნე­ბა სო­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტს. 2012 წელს სკო­ლე­ბის ახა­ლი ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მით აღ­მოფხ­ვ­რი­ლია და­ნაკ­ლი­სი­ა­ნი სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მა და სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რ­დი­ლია 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რით.

2012 წლის გა­მოწ­ვევ­ბ­ში ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია "უსაფ­რ­თხო სკო­ლის" ფარ­გ­ლებ­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბა და ყვე­ლა რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­ში ამ სამ­სა­ხუ­რის ამოქ­მე­დე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლის მან­და­ტურ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა, მან­და­ტუ­რე­ბი და­მა­ტე­ბით 140 სკო­ლა­ში შევ­ლენ, გაგ­რ­ძელ­დე­ბა მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბაც.

გა­ე­როს კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ წამ­ყ­ვან ად­გილს იკა­ვებს გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მხრივ. ეს შე­დე­გი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ კომ­პ­ლექ­სუ­რი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად მი­აღ­წია, სა­დაც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ერთ-ერთ წამ­ყ­ვან პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებს. 2012 წელს და­გეგ­მი­ლია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კი­დევ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბა - გა­იზ­რ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, შე­იქ­მ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო, გა­დამ­ზად­დე­ბი­ან ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი, და­იწყე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­შიც, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

ზო­გა­დი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ცვი­ლი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მი­ნის­ტ­რო მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის არა-ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის­თ­ვის 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მოხ­დე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, და­გეგ­მი­ლია ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­თა ხელ­შეწყო­ბა და საზღ­ვარ­გა­რე­თის სა­მეც­ნი­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რებ­ში მა­თი მივ­ლი­ნე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი “ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი”.

2012 წლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია - ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო