მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ
12 ოქტომბერი, 2011
1445
print

ევ­რო­პის სა­კა­ლათ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი დამ­თავ­რ­და. ჩვენ­თ­ვის ისე დამ­თავ­რ­და, რო­გორც გვინ­დო­და.

12 სა­უ­კე­თე­სო­ში გას­ვ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის კარ­გი შე­დე­გია. ბო­ნუ­სი, რო­მე­ლიც ბევ­რ­მა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და გა­მო­იყ­ვა­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა პირ­ველ ეტაპ­ზე მო­სა­გე­ბი მო­ი­გო, ერ­თხელ შეც­დო­მა და­უშ­ვა და ორ ლე­ნოქს ლი­უ­ის­თან თით­ქ­მის ყვე­ლა რა­უნ­დი გაძ­ლო. რუ­სეთ­თან და სლო­ვე­ნი­ას­თან სე­რი­უ­ლად ვი­თა­მა­შეთ. ეპი­ზო­დებ­ში რუ­სეთ­სა და სლო­ვე­ნი­ა­ზე უკე­თე­სე­ბი ვი­ყა­ვით. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან წა­მო­ვი­ღეთ ის, რაც გა­მოგ­ვად­გე­ბა - ჩვენ­ზე უკე­თე­სებ­თან თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა, უკე­თე­სი გუნ­დე­ბის­გან ათ­ვი­სე­ბუ­ლი ბევ­რი ნი­უ­ან­სი, ამ დო­ნე­ზე თა­მა­ში­სას ენერ­გი­ის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბა და ლტოლ­ვა, რო­მე­ლიც ევ­რო­ბას­კეტ­ზე თა­მა­შის­გან გრჩე­ბა. ეს ლტოლ­ვა სტა­ბი­ლუ­რი, სხვებ­ზე გა­სა­ცე­მი, სულ უნ­და იყოს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ლიტ­ვა­ში ლტოლ­ვით თა­მა­შობ­და.

ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლია. რუ­სეთ­თან მა­ნუმ 21 ქუ­ლა აიღო, 4 სა­მი­ა­ნი ჩას­ვა, რო­ცა სა­ჭი­რო იყო, შე­ას­რუ­ლა. მარ­კო­იშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ზე სან­დო პერ­სო­ნა, უკეთ გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ელე­მენ­ტი იყო. მაგ­რად და­იწყო, უკეთ და­ას­რუ­ლა და მა­ინც წა­ვა­გეთ. მარ­კო­იშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან ჩვე­ნი ან­დ­რეი კი­რი­ლენ­კო, ყვე­ლა­ზე შუც­ვ­ლე­ლი მო­თა­მა­შე იყო. კი­რი­ლენ­კოს ბან­დას­თან წა­ვა­გეთ და კი­რი­ლენ­კო ჩვენც გვყავ­და. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მარ­კო­იშ­ვილ­მა თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო. ყვე­ლა­ფე­რი - მა­ნუ­ჩა­რიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბიც და სა­ერ­თო ფო­ნიც.

საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე მა­ნუ­ჩა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ბევ­რ­ზე უკე­თე­სი პერ­სო­ნა­ჟია. არის "კან­ტუ­ში". იტა­ლი­უ­რი კლუ­ბი წელს ევ­რო­ლი­გა­ზე იქ­ნე­ბა და იქ ნამ­დ­ვი­ლად არ არის აუტ­სა­ი­დე­რი. მარ­კო­იშ­ვი­ლის გარ­და, "კან­ტუს" კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­ლი­დუ­რი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ჰყავს. უკ­ვე "კან­ტუ­შია" გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი. მოკ­ლედ, ევ­რო­ლი­გა­ზე "კან­ტუმ" ნორ­მა­ლუ­რად უნ­და ითა­მა­შოს. თა­ვის დარ­ბაზ­ში მო­სა­გებს თუ მო­ი­გებს, კარ­გი იქ­ნე­ბა. მარ­კო­იშ­ვი­ლის­გან ჩვენ, "კან­ტუს" ფა­ნე­ბი და მწვრთნე­ლე­ბიც ბევრს ელი­ან. ეს ლო­გი­კუ­რია.

იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­იწყო. "კან­ტუმ" პირ­ვე­ლი ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რა, სტუმ­რად 72:60 "კრე­მო­ნას" მო­უ­გო. მარ­კო­იშ­ვილ­მა 16 წუთ­ში 10 ქუ­ლა აკ­რი­ფა და კარ­გი, სხვა­ზე უკე­თე­სი, ისევ გუნ­დუ­რი იყო. იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში წელს ბევ­რი და­კუნ­თუ­ლი გუნ­დი იქ­ნე­ბა. შარ­შან­დელ­ზე უკე­თე­სი, უფ­რო ღრმა ჩემ­პი­ო­ნა­ტია და ამა­ში მარ­კო­იშ­ვი­ლი და მი­სი გუნ­დიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მა­ნუ­ჩარ­თან სა­უ­ბა­რი "კრე­მო­ნას­თან" მატ­ჩით და­ვიწყეთ.

- მა­ნუ­ჩარ, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ "კან­ტუს" მომ­ზა­დე­ბის დო­ნით, კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ მატ­ჩ­ში თა­მა­შით?

- მო­გე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტი ბევრს ნიშ­ნავს. იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში "კრე­მო­ნა­ზე" ბევ­რად ძლი­ე­რი გუნ­დე­ბიც არი­ან, მაგ­რამ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რაა, გუნ­დი მო­გე­ბას ცდი­ლობს, თან ნერ­ვი­უ­ლობს, არა­ფერს არ თმობს. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ფა­ვო­რი­ტის სტა­ტუ­სი არ არის გა­დამ­წყ­ვე­ტი. უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­თა­მა­შე­ე­ბის, მთე­ლი გუნ­დის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზად­ყოფ­ნა, მო­გე­ბის სურ­ვი­ლი. "კრე­მო­ნა­ში" "ბოს­ტონ სელ­ტიქ­სის" ყო­ფი­ლი წევ­რი, ვონ უოფე­რი მი­ვი­და. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, კარ­გი მო­თა­მა­შეა. უოფერს თა­ვი­დან­ვე მე ვი­ჭერ­დი და ეს ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა. სწრა­ფია, აქვს კარ­გი სრო­ლა და პა­სი. სა­ერ­თოდ, წელს იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­თა­მა­შე მო­ვი­და. ცხა­დია, ყვე­ლა მა­ღალ დო­ნე­ზე ვერ ითა­მა­შებს, მაგ­რამ ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი შარ­შან­დელ­ზე უკე­თე­სი, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს.

უოფერ­ზე ჯერ მე ვი­ყა­ვი ასუ­ლი, მე­რე სხვა გა­და­ვი­და და სა­ბო­ლო­ოდ 12 ქუ­ლა­ზე მე­ტი არ და­ვაგ­რო­ვე­ბი­ნეთ. ბევ­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი შე­ნიშ­ვ­ნა მიგ­ვა­ღე­ბი­ნა, დაგ­ვ­ღა­ლა. მის წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­ში ძნე­ლი იყო. "კან­ტუმ" თა­ვი­დან­ვე უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა და სა­ბო­ლო­ოდ მო­ი­გეთ. თით­ქ­მის მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ლი­დუ­რი ჰან­დი­კა­პი გვქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა შე­ტე­ვის დროს მძი­მე, კარ­გად და­ყე­ნე­ბუ­ლი დაც­ვის გავ­ლა იყო სა­ჭი­რო. ეს გღლის. "კან­ტუმ" მო­ი­გო და ჩემ­პი­ო­ნა­ტი კარ­გად და­ვიწყეთ.

"კან­ტუს" მომ­ზა­დე­ბის დო­ნით კმა­ყო­ფი­ლი ვარ თუ არა, ამას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. ჩემ­ზე უკეთ ამას მწვრთნე­ლე­ბი ხე­და­ვენ და თუ რო­მე­ლი­მე ნი­უ­ან­სი გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამას გა­ვა­კე­თებთ. "კან­ტუ" შე­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი მო­თა­მა­შე გვყავს. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და და­ლაგ­დეს. ამას დრო უნ­და. წელს ევ­რო­ლი­გა­ზეც ვართ და ორ­მაგ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობთ. სა­ინ­ტე­რე­სო სე­ზო­ნი უნ­და იყოს.

შარ­შან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე წა­ვი­და (ბელ­გი­ე­ლი ჯო­ნა­თან ტა­ბუ "კრე­მო­ნა­შია" და მარ­კო­იშ­ვი­ლის გუნ­დ­თან 28 წუთ­ში 6 ქუ­ლა ჰქონ­და), მაგ­რამ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ხან­და­ხან უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა ახა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ბრძო­ლა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. სა­კუ­თარ თავს უმ­ტ­კი­ცებ, რომ მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მა­ში ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­გიძ­ლია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მწვრთნე­ლის ფაქ­ტო­რიც. ამ მხრივ, "კან­ტუ­ში" ყვე­ლა­ფე­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად არის. ან­დ­რეა ტრინ­კი­ე­რი მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტია, რაც შარ­შან და­ამ­ტ­კი­ცა.

- მო­ვი­და ჯან­ლუ­კა ბა­ზი­ლე, თქვე­ნი ძი­რი­თა­დი გამ­თა­მა­შე­ბე­ლია ან­დ­რეა ჩინ­ჩა­რი­ნი.

- ტრავ­მე­ბის გა­მო ბა­ზი­ლეს ბო­ლო პე­რი­ოდ­ში არ უთა­მა­შია. ჭკვი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შეა, რო­მელ­საც გა­მოც­დი­ლე­ბა, ბევ­რი აუცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბა აქვს. ბა­ზი­ლე აღარ არის ისე­თი სწრა­ფი და მოძ­რა­ვი, რო­გო­რიც წი­ნა წლებ­ში იყო, მაგ­რამ "კან­ტუ­ში" სა­ჭი­რო ფი­გუ­რა იქ­ნე­ბა. მწვრთნე­ლე­ბი მას ენ­დო­ბი­ან და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ფლეი-ოფ­ში გა­დამ­წყ­ვე­ტია ამ დო­ნე­ზე თა­მა­შის, წარ­მა­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ბა­ზი­ლეს ეს აქვს. თით­ქ­მის ყვე­ლა დო­ნე­ზე ბევ­რი მო­ი­გო და ჩვენ­თ­ვის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩინ­ჩა­რი­ნის, ახალ­გაზ­რ­და, მონ­დო­მე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნი მო­თა­მა­შეა. იყო "მონ­ტეგ­რა­ნა­რო­ში", სა­დაც იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი ჰქონ­და, რომ იტა­ლი­ის ნაკ­რებ­შიც მი­იწ­ვი­ეს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბევ­რი არ უთა­მა­შია, მაგ­რამ ნაკ­რე­ბის წევ­რია და ეს ბევრს ნიშ­ნავს. "კრე­მო­ნას­თან" კარ­გად და­იწყო, თით­ქ­მის არ უშ­ვებ­და შეც­დო­მებს და "კან­ტუს­თ­ვის" სა­ჭი­რო მო­თა­მა­შე უნ­და იყოს. იგი­ვეს თქმა შე­მიძ­ლია ჩვე­ნი გუნ­დის სხვა წევ­რებ­ზე. შარ­შან მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დით. მხო­ლოდ "სი­ე­ნას­თან" წა­ვა­გეთ. ამ შე­დე­გის გა­მე­ო­რე­ბას ვეც­დე­ბით. ცხა­დია, უკე­თე­სი შე­დე­გი ჩვენ­თ­ვი­საც უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

- ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ევ­რო­ლი­გა­ზე რა პერ­ს­პექ­ტი­ვა გაქვთ?

- ძნე­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. შე­მად­გენ­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რია. სხვას უკე­თე­სი მო­თა­მა­შე­ე­ბი თუ ჰყავს, ეს გა­დამ­წყ­ვე­ტი არ არის. ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია. ნე­ბის­მი­ერ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს­თან ბო­ლომ­დე უნ­და და­ი­ხარ­ჯო, ისე ითა­მა­შო, თით­ქოს ეს შე­ნი უკა­ნას­კ­ნე­ლი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წუ­თე­ბია. "კან­ტუს" მო­თა­მა­შე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ვენ­დო­ბით და ვი­ცით, რომ თუ მო­ვინ­დო­მებთ, ბევრს მი­ვაღ­წევთ.

ევ­რო­ლი­გა­საც თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტე­ბი ჰყავს და ეს ლო­გი­კუ­რია. ზოგ გუნდს ახა­ლი, უკე­თე­სი მო­თა­მა­შე­ე­ბის შე­ძე­ნის­თ­ვის სპონ­სო­რი უკე­თეს პი­რო­ბას უქ­მ­ნის. ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად ვერ გაძ­ლი­ერ­დე­ბა, მაგ­რამ ესეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია. ევ­რო­ლი­გა ბევ­რ­ფა­ზი­ა­ნი ტურ­ნი­რია და მთა­ვა­რია, რო­გორ გა­ა­ნა­წი­ლებ ენერ­გი­ას. ფა­ვო­რი­ტე­ბი ამას უკეთ აკე­თე­ბენ, რად­გან სხვა­ზე დი­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავთ. მაგ­რამ ნაკ­ლი მა­თაც აქვთ. სხვებ­მა ეს უნ­და და­ი­ნა­ხონ. "კან­ტუ­ში" ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­თა­მა­შეა.

- იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტი ისევ "სი­ე­ნაა"?

- ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი გუნ­დი "სი­ე­ნაა" და ალ­ბათ, ჩემ­პი­ო­ნო­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი შან­სიც ამ გუნდს ექ­ნე­ბა. "სი­ე­ნა" შე­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი მო­თა­მა­შე აიყ­ვა­ნა, ზო­გი ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, გა­უშ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "სი­ე­ნა" ყვე­ლა­ზე სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. შარ­შან და წი­ნა წლებ­ში სხვა­ო­ბა "სი­ე­ნას" და სხვა გუნ­დებს შო­რის უფ­რო დი­დი იყო. სუს­ტი წერ­ტი­ლი აქვს ყვე­ლას, "სი­ე­ნა­საც". მთა­ვა­რია, ამ სი­სუს­ტეს რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებ და რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­ერ­კ­ვე­ვი ყვე­ლა­ფერ­ში.

- რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე და­ი­მა­ტა ისე­დაც კარ­გად შევ­სე­ბულ­მა "არ­მა­ნიმ".

- კი, "არ­მა­ნიც" ძლი­ე­რია. არ ვი­ცი, დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა თუ არა გუნ­დ­ში და­ნი­ლო გა­ლი­ნა­რი, მაგ­რამ "არ­მა­ნი" მის გა­რე­შეც სო­ლი­დუ­რია. გა­ლი­ნა­რის ჩე­მი წარ­დ­გე­ნა, და­ხა­სი­ა­თე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ყველ­გან სა­ჭი­რო მო­თა­მა­შეა. ბუ­რუ­სი­სით, ფო­ცი­სით, სხვა გა­მოც­დი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბით "არ­მა­ნი" ბევრს მო­ი­გებს. წე­სით, უნ­და მო­ი­გოს. რა თქმა უნ­და, "არ­მა­ნის­თან" და "სი­ე­ნას­თან" ერ­თად, გა­სა­ვარდნ ეტაპ­ზე სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის­თ­ვის "კან­ტუც" იბ­რ­ძო­ლებს. რამ­დე­ნი­მე სხვა გუნ­დიც გაძ­ლი­ერ­და, NBA-ს მო­თა­მა­შე­ე­ბი და­ი­მა­ტა. ყვე­ლას აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. სხვე­ბის და­დე­ბით­ზე ან უარ­ყო­ფით­ზე ფიქ­რის დროც არ გვაქვს. ჩვენ ჩვე­ნი საქ­მე უნ­და გა­ვა­კე­თოთ. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად შევ­ძ­ლებთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბას, მწვრთნე­ლის და კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ისიც, თუ რამ­დე­ნად ჯან­მ­რ­თე­ლად, ტრავ­მე­ბის გა­რე­შე ითა­მა­შე­ბენ გუნ­დე­ბი. ეს, პირ­ველ რიგ­ში, ფა­ვო­რი­ტებს ეხე­ბა.

- ევ­რო­პის ჩე­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ მო­ას­წა­რით დას­ვე­ნე­ბა?

- დაღ­ლი­ლი არ ვარ. მე­ტის მო­გე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­მა­შის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­ტი­ვა­ცია სულ მაქვს და ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი ეს გუნ­დის წარ­მა­ტე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს. "კან­ტუ­ში" შარ­შან ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად იყო, გუნ­დი ფი­ნალ­ში გა­ვი­და, ბო­ლო სე­რი­ა­შიც კარ­გად ითა­მა­შა. სადღაც გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვაკ­ლ­და, სადღაც არ გაგ­ვი­მარ­თ­ლა. ვეც­დე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვას­წო­როთ და ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა და­ვუშ­ვათ. ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

გაგ­რ­ძე­ლე­ბა ამ კვი­რის Weekend-ში.

 

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი