"მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი
05 ოქტომბერი, 2011
1890
print

ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნების მოსწავლეების მსგავსად, 2011-2012 წელს საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, "მაკმილანის" სახელმძღვანელოებით მიეცათ.

ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შექმნით "მაკმილანი" მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ლიდერია ციფრულ საგანმანათლებლო ბეჭდვით სფეროში. სკოლებში სახელმძღვანელოების შეტანამდე სქართველოში ინგლისური ენის ყველა პედაგოგი გადამზადდა. მათ უფასოდ დაურიგდათ სახელმძღვანელოები, დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალური მასალები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში "მაკმილანის" სახელმძღვანელოებით სწავლება ურთულეს მოლაპარაკებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ უცხოელი თანატოლების მსგავსად, ამ სახელმძღვანელობით ქართველ ბავშვებსაც ესწავლათ.

არ­ც­თუ დი­დი ხნის წინ, "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა ყვე­ლას არ შე­ეძ­ლო. ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, აღ­ნიშ­ნულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სო­ლი­დურ ფა­სად ყი­დუ­ლობ­და. სა­მი­ნის­ტ­როს დი­დი მონ­დო­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის გა­მო­ნაკ­ლი­სი გა­კეთ­და - სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ფა­სი 10 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა. "მაკ­მი­ლან­მა" ასე­ვე სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და მათ­თ­ვის დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უხა­რის­ხო­ბა­ზე და­იწყეს სა­უ­ბა­რი. აცხა­დე­ბენ, რომ ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არ არის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის თქმით, კრი­ტი­კო­სებს წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ, რომ "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, ვის­თ­ვი­საც ინ­გ­ლი­სუ­რი მშობ­ლი­უ­რი ენა არ არის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, ქარ­თ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლი, ინ­დო­ე­ლი თუ ჩი­ნე­ლი.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კითხევ­ბ­ზე კო­მენ­ტა­რი პი­რა­დად სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს დი­მიტ­რი შაშ­კინს ვთხო­ვეთ. და­ვინ­ტე­რეს­დით თუ რო­გორ მო­ხერ­ხ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­მო­ტა­ნა, მის­თ­ვის გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა და რო­მე­ლი ქვეყ­ნის­თ­ვი­საა გათ­ვ­ლი­ლი ეს წიგ­ნე­ბი.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, წელს I-VI კლა­სებ­ში ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ამოქ­მედ­და. მოს­წა­ვე­ლე­ბი გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სით შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლო­ბენ. ინ­გ­ლი­სუ­რი ენა წელს პირ­ვე­ლი კლა­სი­დან "მაკ­მი­ლა­ნის" გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ის­წავ­ლე­ბა. რო­გორ მოხ­და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გა­მომ­ცემ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა?

- ყო­ველ­გ­ვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე ვაცხა­დებ, წელს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის სა­კითხი ყვე­ლა­ზე გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი იყო. 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რო­დე­საც I-VI კლა­სე­ბის წიგ­ნებ­ზე გრი­ფი­რე­ბა გა­მო­ვაცხა­დეთ, პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მომ­ცემ­ლებს შევ­ხ­ვ­დი. მათ­გან რამ­დე­ნი­მემ პირ­და­პირ ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­მი­ყე­ნა, რომ თუ სა­მი­ნის­ტ­რო ამ სა­კითხ­ში ჩა­ე­რე­ო­და და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ი­ა­ფე­ბას ეც­დე­ბო­და, ბო­ი­კოტს გა­მო­აცხა­დებ­დ­ნენ და გრი­ფი­რე­ბა­ზე ავ­ტო­რებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სა­ერ­თოდ არ შე­მო­ა­ტა­ნი­ნებ­დ­ნენ. მათ ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ მუ­ქა­რი­სა და შან­ტა­ჟის მი­უ­ხე­და­ვად გა­ვა­კე­თე ის რაც უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სპე­კუ­ლა­ცი­ით, ჭო­რე­ბით თუ პრო­ვო­კა­ცი­ის ენით სა­უ­ბარს ჩემ­თან აზ­რი არა აქვს.

მათ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მე რამ­დე­ნი­მე გა­მომ­ცე­მელს, მათ შო­რის ბა­კურ სუ­ლა­კა­ურს და სხვებს პი­რა­დად შევ­ხ­ვ­დი და ვე­სა­უბ­რე. ყვე­ლას ვთხო­ვე ამ სა­კითხს გა­გე­ბით მო­კი­დე­ბოდ­ნენ და ასეც მოხ­და. ამ გა­მომ­ცემ­ლებ­მა სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლეს, მა­თი მხრი­დან არა­ნა­ირ ბო­ი­კოტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ამი­სათ­ვის, მათ კი­დევ ერ­თხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ისი­ნი სა­კითხს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მი­უდ­გ­ნენ, რად­გან საქ­მე ეხე­ბო­და ბავ­შ­ვე­ბის მო­მა­ვალს. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე წა­მო­სუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის საქ­ცი­ე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვე­ბიც მიხ­ვ­დ­ნენ, რომ შან­ტა­ჟი უაზ­რო იყო და სა­ბო­ლო­ოდ პრო­ცეს­ში ისი­ნიც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ.

სრუ­ლი­ად სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ობს, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ ადეკ­ვა­ტურ ადა­მი­ანს უნ­და ეს­მო­დეს, რომ ინ­გ­ლი­სუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ჩვენ იმა­ზე უკე­თე­სად ვერ დავ­წერთ ვიდ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. ისე­ვე რო­გორც ჩვენ­ზე უკე­თეს ქარ­თულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს დიდ ბრი­ნა­ტეთ­ში ვერ და­წე­რენ.

ჩვენ ღია გრი­ფი­რე­ბა გა­მო­ვაცხა­დეთ. გრი­ფი­რე­ბას რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის, ასე­ვე "მაკ­მი­ლა­ნის" და "კემ­ბ­რი­ჯის" სა­ხელ­მ­ძღ­ვე­ნე­ლო­ე­ბი გა­დი­ოდ­ნენ. სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ანო­ნი­მუ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბი აფა­სებ­დ­ნენ. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ანო­ნი­მურ­მა ექ­ს­პერ­ტებ­მა, ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბი არა­საკ­მა­რი­სი ხა­რის­ხის გა­მო და­ი­წუ­ნეს.

სა­ბო­ლო­ოდ, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში ბა­რი­ე­რი ორ­მა, "მაკ­მი­ლა­ნის" და "კემ­ბ­რი­ჯის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ­მა გა­და­ლა­ხა. რო­დე­საც გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ას უნ­და ემ­ს­ჯე­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კემ­ბ­რი­ჯის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ქარ­თ­ველ­მა შე­მომ­ტა­ნებ­მა სა­მი­ნის­ტ­როს ერთ-ერთ თა­ნამ­შ­რო­მელს 50 ათა­სი დო­ლა­რი ქრთა­მი იმა­ში შეს­თა­ვა­ზეს, რომ მათ წიგ­ნებს გრი­ფი მი­ე­ღო და ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ტე­ლე­ვი­ზი­ით ყვე­ლამ არა­ერ­თხელ ნა­ხა, რომ ეს ხალ­ხი ქრთა­მის გა­და­ცე­მის გა­მო და­ა­კა­ვეს. შე­სა­ბა­მი­სად, კო­რუფ­ცი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის გა­მო, წიგ­ნებს გრი­ფი არ მი­ე­ნი­ჭა და სა­ბო­ლო­ოდ, ბა­ზარ­ზე მხო­ლოდ "მაკ­მი­ლა­ნი" დარ­ჩა.

ყვე­ლამ უნ­და გა­ი­თა­ვი­სოს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კო­რუფ­ცია და­მარ­ცხ­და და ფუ­ლით საქ­მე­ე­ბი აღარ კეთ­დე­ბა თუმ­ცა, მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. რო­გორც ჩანს, ბევრ ე.წ. ექ­ს­პერტს, რომ­ლე­ბიც ამ სა­კით­ზე ბრმად გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი ნო­ა­ტალ­გია აწუ­ხებთ რო­დე­საც საქ­მე ფუ­ლით კეთ­დე­ბო­და.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "მაკ­მი­ლა­ნი" მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა, მა­თი წიგ­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ მოს­წონთ...

- პა­რა­დოქ­სია, პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქ­ვა­მენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სის­ტე­მა­ში თა­ვად მუ­შა­ობ­დ­ნენ. მათ მი­ერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბით სკო­ლებ­ში უხა­რის­ხო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­ვი­და. ჩვენ სწო­რედ მათ მი­ერ ან­თე­ბუ­ლი ცეცხ­ლის ჩაქ­რო­ბა გვი­წევს. ექ­ს­პერ­ტებ­მა მე შე­იძ­ლე­ბა და­მი­წუ­ნონ ინ­გ­ლი­სუ­რის ცოდ­ნა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ამე­რი­კე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძველ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თი სწავ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა "მაკ­მი­ლა­ნის" გა­მომ­ცემ­ლო­ბას, მე პი­რა­დად ჩა­ვე­დი ლონ­დონ­ში და ვთხო­ვე ჩვენს ბა­ზარ­ზეც შე­მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ, რა­საც ისი­ნი არ აპი­რებ­დ­ნენ. ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ისეთ ქვეყ­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ჩი­ნე­თი, სერ­ბე­თი, ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი, ამე­რი­კა, უკ­რა­ი­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოთხ­ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბა­ზა­რი მათ­თ­ვის ძა­ლი­ან პა­ტა­რაა.

იმი­სათ­ვის, რომ "მაკ­მი­ლა­ნი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. გა­ვა­ცა­ნი ჩვე­ნი რე­ფორ­მე­ბი და ავუხ­სე­ნი რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნა. და­ვუმ­ტ­კი­ცე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პის­კენ მი­ის­წ­რაფ­ვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხა­რი და­უ­ჭი­რეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვ­ლის გარ­და, ჩვენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ფა­სის და­წე­ვა 35-დან 10 ლა­რამ­დე შევ­ძე­ლით.

- მათ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლ­ბ­ლე­ბი უფა­სოდ გა­და­ამ­ზა­დეს. თუმ­ცა, არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა...

- მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბელ­ბი მათ უფა­სოდ გა­და­ამ­ზა­დეს და უფა­სოდ გა­დას­ცეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი რა­შიც "მაკ­მი­ლა­ნის" მხა­რემ ორ­მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი და­ხარ­ჯა.

ზაფხულ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დამ­ზად­და. ამ პრო­ცესს ჩვენ მკაც­რად ვა­კონ­ტ­რო­ლებ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ტრე­ნინ­გებ­ზე ჩვენ ვნა­ხეთ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­მელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­აც ინ­გ­ლი­სურ ენა­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო. თუმ­ცა, პრე­ტენ­ზია ჰქონ­დათ, რომ ისი­ნი იც­ნობ­დ­ნენ "ბონ­კის" და "ეკერ­ს­ლის" იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, რომ­ლი­თაც 80-იან წლებ­ში ას­წავ­ლიდ­ნენ და ეს წიგ­ნე­ბი მოს­წონ­დათ. ამის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში რუ­სუ­ლი თარ­გ­მა­ნი ეწე­რა. ტრან­ს­კ­რიფ­ცი­აც რუ­სუ­ლი ჰქონ­და და რუ­სუ­ლად კითხუ­ლობ­დ­ნენ. მათ იმი­ტომ არ მოს­წონთ "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღავ­ნე­ლო­ე­ბი, რომ მას­ში რუ­სუ­ლად არა­ფე­რი წე­რია.

- პი­რი­ქით, ბრალს ისი­ნი გდე­ბენ, რომ "მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი რუ­სუ­ლი ბაზ­რის­თ­ვი­საა გათ­ვ­ლი­ლი, რაც თა­ვად წიგნს აწე­რია...

- სეპ­კუ­ლი­რე­ბა ყვე­ლაფ­რით შე­ი­ძე­ლე­ბა და ამას მი­ვეჩ­ვიე, თუმ­ცა უნა­მუ­სო­ბა­საც ზღვა­რი აქვს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც და­ე­სიზ­მ­რე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო.

მსოფ­ლი­ო­ში ენის ორი სტან­დარ­ტი არ­სე­ბობს - ერ­თია მშობ­ლი­უ­რი ენა და მე­ო­რე ენა, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რუ­ლი ტერ­მი­ნით ჰქვია მე­ო­რე ენა და მშობ­ლი­უ­რი არ არის. მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც ენა მშობ­ლი­უ­რი არ არის, ენის სწავ­ლე­ბის სხვა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი არ­სე­ბობს. "მაკ­მი­ლა­ნის" ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ინ­გ­ლი­სურს სწავ­ლო­ბენ ევ­რო­პის, აზი­ი­სა და ამე­რი­კის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და სწავ­ლე­ბის მე­თო­დი ყვე­ლას­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რია. მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვიც ისე­თი­ვე ნი­ჭი­ე­რია, რო­გორც სხვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე და ისიც უპ­რობ­ლე­მოდ ის­წავ­ლის ამ წიგ­ნით. ამი­ტომ, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ყვე­ლა ქვეყ­ნის­თ­ვის ცალ-ცალ­კე უნ­და იყოს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, ეს არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია. მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მინ­და გითხ­რათ, რომ უცხო ენის სწავ­ლე­ბის ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გეტყ­ვით, რომ ინ­გ­ლი­სუ­რის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გია ერ­თ­ნა­ი­რია სერ­ბის­თ­ვი­საც, ჩი­ნე­ლის­თ­ვი­საც და ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვი­საც. ამი­ტომ, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და იყოს გათ­ვ­ლი­ლი რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მოს­წავ­ლის მენ­ტა­ლი­ტეტ­ზე, არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა. ფი­ზი­კა ამე­რი­კა­შიც ფი­ზი­კაა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ფი­ზი­კაა. ინ­გ­ლი­სუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ი­შიც ინ­გ­ლ­სი­უ­რია და ჩი­ნეთ­შიც.

ე.წ. ექ­ს­პერ­ტე­ბი მე მი­ყე­ნე­ბენ პრე­ტენ­ზი­ას თუ რა­ტომ არის "მაკ­მი­ლა­ნის" მე­ოთხე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში კრემ­ლის, ეიფე­ლის კოშ­კი­სა და ტო­კი­ოს ფო­ტო­ე­ბი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე აკე­თე­ბენ დას­კ­ვ­ნას, რომ ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არის გათ­ვ­ლი­ლი რუ­სე­თის­თ­ვის. ეს ხომ სრუ­ლი აბ­სურ­დია. რუ­სეთს ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე რო­გორც მი­ნისტრს არ შე­მიძ­ლია ის­ტო­რი­ი­დან კრემ­ლი ამო­ვაგ­დო. რუ­სე­თი რუ­კა­ზე არ­სე­ბობს და რომ ვთქვათ, რომ კრემ­ლი არ არ­სე­ბობს მა­რაზ­მია. ისე­ვე რო­გორც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან ამო­ვი­ღოთ ფაქ­ტი იური გა­გა­რინ­ზე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კოს­მო­ნავ­ტია. ეს ცრუ პატ­რი­ო­ტიზ­მია.

"მაკ­მი­ლა­ნის" სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გა­მომ­ცემ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მად­ლო­ბას იმის­თ­ვის უხ­დი­ან, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მათ სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. ცხა­დია, მათ შო­რის რუ­სე­თი­ცაა. თუ ვინ­მეს ინ­გ­ლი­სუ­რად კითხ­ვა არ შე­უძ­ლია, სხვას წა­ა­კითხოს. ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­კითხ­ზე "მაკ­მი­ლა­ნიც" აპი­რებს გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას.

უკ­ვე გა­მოცხად­და გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სი VII-XII კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის­თ­ვის. ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს რო­მე­ლი ავ­ტო­რი გა­ი­მარ­ჯ­ვებს. ჩე­მი პრინ­ცი­პია სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა - ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გრიფს მხო­ლოდ კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მი­ი­ღებს.

ნი­ნო ბა­რა­ბა­ძე

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო