საწყა­ლოს­ნო არ­ქე­ო­ლო­გია საზღ­ვ­რებს მიღ­მა
26 აგვისტო, 2011
1792
print

პრო­ექ­ტის "საწყა­ლოს­ნო არ­ქე­ო­ლო­გია საზღ­ვ­რებს მიღ­მა" და შვე­დეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "საწყა­ლოს­ნო არ­ქე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტ­რი" შე­იქ­მ­ნა.

არ­ქე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ო­რე წლის სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკ­ვე 2011 წლის შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტ­რი­დან შე­თა­ვა­ზებს კურ­სებს საწყა­ლოს­ნო არ­ქე­ო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ. სწავ­ლე­ბის მე­თო­დი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სო­დერ­ტორ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­დელ­ზე (შვე­დე­თი), ხო­ლო კურ­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი შვე­დე­თის მხრი­დან ულ­რი­კა სო­დერ­ლინ­დი და რუ­ბი ხა­რა­მიო იქ­ნე­ბი­ან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხრი­დან კი - პა­ა­ტა დო­ნა­ძე და იოსებ ბე­რი­ტაშ­ვი­ლი. ისი­ნი ასე­ვე უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ არ­ქე­ო­ლო­გი­ის ცენტრს.

საწყა­ლოს­ნო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის ჯგუ­ფის ორი­ვე მხა­რე (შვე­დე­თი და სა­ქარ­თ­ვე­ლო) ამ დრო­ი­სათ­ვის რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბა და რა­ჭის მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე შა­ო­რის ტბა/წყალ­სა­ცავ­ში პრაქ­ტი­კულ ყვინ­თ­ვებს ახორ­ცი­ე­ლებს. ექ­ს­პე­დი­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებ­მა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ წყალ­ქ­ვეშ მუ­შა­ო­ბის და წყალ­ქ­ვეშ დო­კუ­მენ­ტი­რე­ბის ისე­თი სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა, წყალ­ქ­ვეშ ად­გი­ლის აღ­მო­ჩე­ნა, ჩა­ხატ­ვა და სხვა.

სა­მუ­შაო ად­გი­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­ნა შერ­ჩე­უ­ლი ტბის/წყალ­სა­ცა­ვის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის, ცი­ვი წყლი­სა და ნაკ­ლე­ბი ხილ­ვა­დო­ბის გა­მო. წყალ­ში ხში­რი წყალ­ქ­ვე­შა დი­ნე­ბე­ბია, რაც ხილ­ვა­დო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 მეტ­რი­დან ნა­ხე­ვარ მეტ­რამ­დე უცებ ცვლის. ეს წყალ­ქ­ვეშ მუ­შა­ო­ბას უფ­რო არ­თუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის ცოდ­ნა აუცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც წყალ­ქ­ვე­შა არ­ქე­ო­ლო­გი­ის მე­თო­დებს ასეთ პი­რო­ბებ­ში და­ე­უფ­ლე­ბა, შემ­დ­გომ­ში ნე­ბის­მი­ერ წყალ­ქ­ვე­შა ძეგ­ლ­ზე იოლად შეძ­ლებს მუ­შა­ო­ბას. ხო­ლო არ­ქე­ო­ლო­გი, რო­მე­ლიც წყალ­ქ­ვე­შა მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კებს გა­ივ­ლის თბილ წყალ­ში, სა­დაც ხილ­ვა­დო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 25 მეტ­რია, თით­ქ­მის ვერ შეძ­ლებს ისეთ ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბას, რო­გო­რიც შა­ო­რის ტბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საწყა­ლოს­ნო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­სას სრუ­ლი­ად მზად იქ­ნე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ წყალ­ქ­ვე­შა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგ­ლ­ზე სა­მუ­შა­ოდ.

ჯგუ­ფი შვე­დეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა და პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლომ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო