ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მე­გაპ­რო­ექ­ტი
26 აგვისტო, 2011
1807
print

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლინ­გ­ვის­ტურ კვლე­ვა­თა ცენ­ტ­რის, ინ­ფორ­მა­ცი­ის კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ფუძ­ნ­და ქარ­თუ­ლი ენის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პუ­სის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო.

მი­სი მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს ქარ­თულ ენა­ზე დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი უმ­დიდ­რე­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ლინ­გ­ვის­ტუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას და მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ჩა­წე­რას, ანო­ტი­რე­ბა­სა და ანა­ლიზს.

ამ მიზ­ნით ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2008 წლი­დან და­იწყო ჯერ დის­კუ­სია, ხო­ლო 2010 წლი­დან - კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (1. "თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ენის კორ­პუ­სი", 2. "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ქარ­თულ-ინ­გ­ლი­სუ­რი კორ­პუ­სი). საბ­ჭოს დამ­ფუძ­ნე­ბელ სხდო­მა­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოწ­ვე­უ­ლი იყო ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი, ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­და­რე­ბი­თი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი იოსტ გი­პერ­ტი. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის უმ­ძი­მეს ოცხ­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ამ საქ­მის წა­მოწყე­ბა, ქარ­თ­ვე­ლუ­რი და კავ­კა­სი­უ­რი ენე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ბეჭ­დუ­რი თუ ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის უმ­დიდ­რე­სი ბა­ზე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლის გა­რე­შე დღეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ მე­გაპ­რო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა ენის­თ­ვის, იქ­ნე­ბა ეს ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი, ფი­ნურ-უნ­გ­რუ­ლი, სე­მი­ტუ­რი, სლა­ვუ­რი თუ სხვე­ბი, შე­იქ­მ­ნა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ენის კორ­პუ­სე­ბი, ანუ ამ ენებ­ზე ზე­პი­რი, ხელ­ნა­წე­რი ან ბეჭ­დუ­რი სა­ხით დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ი­ტა­ნეს ახალ, ელექ­ტ­რო­ნულ ფაქ­ტუ­რა­ზე, შე­იქ­მ­ნა ამ ენე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ძი­ე­ბო და სა­ა­ნა­ლი­ზო სის­ტე­მით. ამ­გ­ვა­რი სა­ძი­ე­ბო და სა­ა­ნა­ლი­ზო სის­ტე­მა რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის, აჩ­ქა­რებს ამა თუ იმ ენა­ზე დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის დროს და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერ იმას, რაც დრო­ის ფასს გან­საზღ­ვ­რავს. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ენას არ აქვს ამ­გ­ვა­რი სის­ტე­მა, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის და გა­და­ცე­მის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, თუ ამ ენა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბით, ის ნელ-ნე­ლა კარ­გავს ფუნ­ქ­ცი­ას, ნელ-ნე­ლა ეთი­შე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოქ­ცე­ვის მსოფ­ლიო კონ­ტექსტს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თუ­ლი ენის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პუ­სის შექ­მ­ნა არის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მე­გაპ­რო­ექ­ტი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის გან­ვი­თა­რე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, შან­სი, ქვე­ყა­ნამ მშობ­ლი­ურ ენა­ზე სრულ­ფა­სოვ­ნად გა­აგ­რ­ძე­ლოს პროგ­რეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო