ახალი სამაგისტრო პროგრამა
30 ივლისი, 2011
1766
print

Erasmus Mundus Action 1 (Joint academic programmes) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა ახალი სამაგისტრო პროგრამის -"რუსეთი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სწავლება" ასოცირებული პარტნიორი. საქართველო პირველად გახდა აღნიშნული პროექტის მონაწილე.

ასევე პირველად ჩაერთო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამაში Erasmus Mundus Action 2 (Mobility).

Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა დაახალგაზრდა მკვლევრების, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) ევროპის მასშტაბით პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში. წელს საქართველოდან 58 მსურველი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის Erasmus Mundus Action 2 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გიოტინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი კონსორციუმი.

კონსორციუმში წარმოდგენილია 8 ევროპული უნივერსიტეტი:

კოორდინატორი:

- Göttingen University,Germany

პარტნიორები: KU Leuven, Belgium; KTH Stockholm, Sweden; University of Graz, Austria; Life Sciences University of Warsaw, Poland; Universidad Santiago de Compostela, Spain; University of Tallin, Estonia; Universitჭ di Tuscia, Italia.

პროექტის ხანგრძლივობა - 4 წელი.

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო