"ქარ­თუ­ლი კლა­სი­კოს" ქუ­თა­ი­სუ­რი ჰე­პი-ენ­დი
23 მაისი, 2011
1420
print

დას­რულ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს 22-ე ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურ­თ­ში და, წე­სით, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე უნ­და დამ­დ­გა­რი­ყო რო­გორც ცხრი­ლის ზე­და - საპ­რი­ზო ნა­წილ­ში, ისე ქვე­და - გა­სა­ვარდნ ზო­ნა­ში.

"ზე­მოთ" ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია - "ზეს­ტა­ფონ­მა" ორი ტუ­რით ად­რე გა­ი­ნაღ­და ჩემ­პი­ო­ნო­ბა, ისე­ვე რო­გორც "დი­ნა­მომ" - ვი­ცე­ჩემ­პი­ო­ნო­ბა, ხო­ლო "ოლიმ­პ­მა" - ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რო­ბა. ცხრი­ლის "სარ­დაფ­ში" კი ყვე­ლა­ფე­რი აირია: კვლა­ვაც უც­ნო­ბია, ვინ და­ტო­ვებს უმაღ­ლეს ლი­გას, ან, სა­ერ­თოდ, და­ტო­ვებს თუ არა ვინ­მე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ახალ მო­დერ­ნი­ნი­ცი­ა­ტი­ვა­ზე ბო­ლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაწ­ვ­დი­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჯერ მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, უკ­ვე გა­ვარ­დ­ნილ "სპარ­ტაკს" და "სამ­ტ­რე­დი­ას" უძ­ლი­ე­რეს­თა კომ­პა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნის შან­სი გა­და­თა­მა­შე­ბის სა­ხით მი­ე­ცე­მათ. ეს სა­კითხი უახ­ლო­ეს ერთ კვი­რა­ში გა­ირ­კ­ვე­ვა. მა­ნამ­დე კი, გუ­შინ, 22 მა­ისს, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­კ­ვ­ნი­თი, 36-ე ტუ­რი გა­ი­მარ­თა. წი­ნას­წარ­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ ეს ტუ­რი ცხრილ­ში გუნ­დე­ბის სა­ბო­ლოო გან­ლა­გე­ბა­ში ცვლი­ლე­ბას ვერ შე­ი­ტან­და. მეტ-ნაკ­ლე­ბად და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი მხო­ლოდ "ქარ­თულ კლა­სი­კოდ" შე­არ­ცხი­ლი "დი­ნა­მო"-"ტორ­პე­დოს" მატ­ჩი იყო, რო­მე­ლიც, რო­გორც წე­სი, ყო­ველ­თ­ვის და­ძა­ბულ, უკომ­პ­რო­მი­სო ბრძო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ თვალ­საზ­რი­სით არც გუ­შინ­დე­ლი თა­მა­ში იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი.

და­პი­რის­პი­რე­ბა­თა ამ უშე­ღა­ვა­თო ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა ელო­და, რომ "დი­ნა­მო" შე­და­რე­ბით იოლ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მო­ი­პო­ვებ­და და ამ მო­საზ­რე­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. "ტორ­პე­დოს­თ­ვის" სა­ჩემ­პი­ო­ნა­ტო სე­ზო­ნი არ­ც­თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან გუნ­დ­მა საპ­რი­ზო სა­მე­ულ­ში ად­გი­ლი ვერ და­ი­კა­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­სის ფი­ნალ­ში არი­ან გა­სუ­ლი, რო­მე­ლიც ოთხ დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა და, წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, "ტორ­პე­დო", თას­თან ერ­თად, ევ­რო­პის ლი­გის საგ­ზურ­საც მო­ი­პო­ვებს. ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დო იყო, რომ რი­ო­ნის­პი­რე­ლე­ბი "დი­ნა­მოს­თან" არაფ­რის­მომ­ცემ მატ­ჩ­ში ძა­ლებს და­ზო­გავ­დ­ნენ და თა­სის ფი­ნალ­ზე გა­ა­კე­თებ­დ­ნენ აქ­ცენტს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბამ სა­ხე­ლი გა­ა­მარ­თ­ლა და "ქარ­თულ კლა­სი­კო­ზე" მი­სულ­მა ათა­სამ­დე ქო­მაგ­მა კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბა იხი­ლა. ბურთს ძი­რი­თა­დად "დი­ნა­მო" აკონ­ტ­რო­ლებ­და და უფ­რო მეტ სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტ­საც ქმნი­და, მაგ­რამ "ტორ­პე­დო" მე­ტად მწა­რედ "იჩხ­ვ­ლი­ტე­ბო­და" კონ­ტ­რი­ე­რი­შებ­ზე და ორ შემ­თხ­ვე­ვა­ში ლო­რი­ას კა­პი­ტუ­ლი­რე­ბაც მო­ა­ხერ­ხა. პირ­ვე­ლად ეს 41-ე წუთ­ზე, გო­ცი­რი­ძის ჩა­მო­წო­დე­ბი­სა და სე­თუ­რი­ძის თა­ვუ­რი დარ­ტყ­მის შემ­დეგ მოხ­და, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც ტა­ი­მი ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა მო­ი­გეს. მარ­თა­ლია, 58-ე წუთ­ზე "დი­ნა­მო 2"-ის ფეხ­ბურ­თელ­მა, ჯი­ღა­ურ­მა, რო­მელ­საც ძი­რი­თად გუნ­დ­ში დე­ბი­უ­ტი ჰქონ­და, ძლი­ე­რი დარ­ტყ­მით გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში, მაგ­რამ ბო­ლო სიტყ­ვა მა­ინც სტუმ­რებ­მა თქვეს: 82-ე წუთ­ზე გუ­გუ­ჩი­ამ მარ­ცხე­ნა ფლან­გ­ზე სო­ლო­რე­ი­დი შე­ას­რუ­ლა, სამ ფეხ­ბურ­თელს გას­ც­და და ლა­მის ნუ­ლო­ვა­ნი კუთხი­დან გა­უ­ტა­ნა "დი­ნა­მოს". დარ­ჩე­ნი­ლი დრო ან­გა­რი­შის კი­დევ ერ­თხელ გა­სა­თა­ნაბ­რებ­ლად "დი­ნა­მოს" არ ეყო და "ტორ­პე­დომ"’მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა, რი­თაც ფი­ნა­ლის წინ ბრწყინ­ვა­ლე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა შე­იქ­მ­ნა.

ჩემ­პი­ონ­მა კი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნი­შის ხა­ზი მარ­თ­ლაც სა­ჩემ­პი­ო­ნო თა­მა­შით გა­დაკ­ვე­თა: ბო­ლო ტურ­ში "ზეს­ტა­ფონ­მა" სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექ­ს­ჩემ­პი­ონს და თა­სის შარ­შან­დელ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, თბი­ლი­სის "ვიტ ჯორ­ჯი­ას" 4 უპა­სუ­ხო გო­ლი გა­უ­ტა­ნა.

36-ე ტუ­რი

დი­ნა­მო - ტორ­პე­დო 1:2

ზეს­ტა­ფო­ნი - ვიტ ჯორ­ჯია 4:0

ბაია - სამ­ტ­რე­დია 4:1

სპარ­ტა­კი - კოლ­ხე­თი 0:0

ოლიმ­პი - სი­ო­ნი 2:1

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი