ბოუkingი "24 სა­ა­თი"
02 დეკემბერი, 2010
1462
print

ბო­უ­ლინ­გ­ში დი­დი მუ­ღა­მია და თუ სამ ად­გილ­ზე ჩახ­ვ­რე­ტილ ბურთს ბი­ლიკ­ზე მშვი­დად და სწო­რად გა­უშ­ვებ, ამ მუ­ღა­მის უფ­რო დიდ დო­ზას მი­ი­ღებ.

"ბო­უ­ლინ­გ­ცენ­ტ­რალ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მშვე­ნი­ე­რი ტურ­ნი­რი გა­ი­მარ­თა. სამ ეტა­პად და­ყო­ფი­ლი ივენ­თის გან­რი­გიც კარ­გად გა­და­ნა­წილ­და. პირ­ველ დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ბრი­გა­დე­ბი ავ­ლენ­დ­ნენ სა­უ­კე­თე­სოს, მე­ო­რე დღეს იგი­ვე გა­ა­კე­თეს ბეჭ­დ­ვი­თი მე­დი­ის გუნ­დებ­მა და ბო­ლოს (ანუ დღეს) რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბის ხალ­ხიც მი­ი­ღებს სი­ა­მოვ­ნე­ბას.

პირ­ველ შე­სარ­ჩევ ტურ­ში რვა გუნ­დ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რვა ბი­ლიკ­ზე გა­ვიდ­ნენ "24 სა­ა­თი", "რე­ზო­ნან­სი", "კვი­რის პა­ლიტ­რა", "ახა­ლი თა­ო­ბა", "ქო­მერ­შალ თა­იმ­ზი", "ჯორ­ჯია თუ­დეი", "სარ­კე" და "ავ­ტო­ბილ­დი".

დარ­ბაზ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო შე­იქ­მ­ნა. ყვე­ლა გუნ­დ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფა­სო ლუ­დი, "ავ­ტო­ბილ­დის" სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­ძეძ­გი­ლი ახა­ლი ნო­მე­რი, ბე­ქად - რიტ­მუ­ლი და არა გაც­ვე­თი­ლი მუ­სი­კა.

ჯერ პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­ი­მარ­თა. იქ ოთხი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე მო­ნა­წი­ლე მე­ო­რე რა­უნ­დ­ში გა­დი­ო­და.

ბო­ლო ორ ბი­ლიკ­ზე შე­და­რე­ბით სუს­ტი, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ. სა­ინ­ტე­რე­სოდ და­იწყეს, სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­აგ­რ­ძე­ლეს და მა­ლე­ვე და­უბ­რუნ­დ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტურ მო­ვა­ლე­ო­ბას.

პირ­ველ ტურ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ქუ­ლა "24 სა­ა­თის" ტრი­ომ შეკ­რი­ბა. ყვე­ლა­ზე კარ­გად შუ­ა­ში კა­ხა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი ურ­ტყამ­და და 160 ქუ­ლა აიღო. მე­ო­რე ად­გილ­ზე "სარ­კე" გა­ვი­და. მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­და­ვიდ­ნენ "ავ­ტო­ბილ­დი" და "რე­ზო­ნან­სიც".

მა­კო ჯა­ოშ­ვი­ლის შე­ფო­ბით, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­მა ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად ჩა­ა­ტა­რა. ვერ ვხე­დავ მი­ზეზს, მო­მა­ვალ­შიც ასე­ვე რა­ტომ არ უნ­და ჩა­ა­ტა­როს.

მოკ­ლედ, მე­ო­რე ეტაპ­ზე ოთხი გუნ­დი გა­ვი­და და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბიც მე­ო­რე ეტაპ­ზე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

ყვე­ლა­ზე სწრა­ფად 10-10 წრე "სარ­კემ" გა­ი­ა­რა და 322 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. პირ­ვე­ლი­ვე სრო­ლით ანუ სტრა­ი­კით წაქ­ცე­უ­ლი კეგ­ლე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ მა­ინც კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ვი­და.

"24 სა­ა­თის" ერ­თი მო­ნა­წი­ლე ოდ­ნავ დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ერ­თო მე­ო­რე ტურ­ში, მაგ­რამ ამან ფა­ვო­რი­ტის სტა­ტუ­სი არ შეც­ვა­ლა. ვერც შეც­ვ­ლი­და. სა­ბო­ლო­ოდ, "24 სა­ათ­მა" 406 ქუ­ლით კარ­გი, მაგ­რამ არ­ც­თუ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გით მო­ი­გო. ბო­ლო ორ ბი­ლიკ­ზე "რე­ზო­ნან­ს­მა" და "ავ­ტო­ბილ­დ­მა" მო­ინ­დო­მეს და მშვე­ნივ­რა­დაც ის­რო­ლეს ბურ­თი. უბ­რა­ლოდ, ფი­ნალ­ში ვერ გა­ვიდ­ნენ. "24 სა­ათ­ში" მე­ო­რე ეტაპ­ზე მაგ­რად მო­ინ­დო­მა ბო­უ­ლინ­გის ტა­ი­გერ ვუდ­ს­მა (მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი და არა სხვა თვალ­საზ­რი­სით) გი­გა გუ­რა­საშ­ვილ­მა. ამ ვე­ტე­რან­მა 156 ქუ­ლა დას­ვა.

ბეჭ­დ­ვი­თი მე­დი­ის გუნ­დებ­ში აბ­სო­ლუ­ტურ ჩემ­პი­ონს პა­რას­კევს "24 სა­ა­თი" და "სარ­კე" გა­არ­კ­ვე­ვენ.

24 სა­ათ­ში "24 სა­ა­თი" ფი­ნალ­ში ითა­მა­შებს.

 

 

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი