კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
10 ნოემბერი, 2010
1838
print

სა­ჭად­რა­კო სამ­ყა­როს მთა­ვა­რი ახალ­გაზ­რ­და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი მაგ­ნუს კარ­ლ­სე­ნი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის­თ­ვის არ იბ­რ­ძო­ლებს.

19 წლის ნორ­ვე­გი­ე­ლი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­დეს რე­ი­ტინ­გ­ში პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე იყო (სწო­რედ მაგ­ნუს კარ­ლ­სე­ნი და­ა­მარ­ცხა სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და­ზე ბა­ა­დურ ჯო­ბა­ვამ) და ახ­ლა­ხან და­უთ­მო პირ­ვე­ლო­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს ვი­ში ანანდჩს. ის სა­ჩემ­პი­ო­ნო ციკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. ფი­დეს პრე­ზი­დენ­ტ­მა კირ­სან ილუმ­ჟი­ნოვ­მა ნორ­ვე­გი­ე­ლი ვუნ­დერ­კინ­დის უარი მშვი­დად მი­ი­ღო, თქვა, რომ ამით არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა და კარ­ლ­სე­ნის ად­გილს რო­მე­ლი­მე სხვა მო­ჭად­რა­კე და­ი­კა­ვებს.

ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით, ბუნ­ტის­კენ კარ­ლ­სენს მო­უ­წო­და მის­მა კონ­სულ­ტან­ტ­მა გა­რი კას­პა­როვ­მა, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში ფი­დეს პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტ­ზე იყ­რი­და კენჭს, მაგ­რამ ილუმ­ჟი­ნოვ­თან და­მარ­ცხ­და.

"გაც­ნო­ბებთ, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, უარი ვთქვა 2011 წლის გა­ზაფხულ­ზე და­გეგ­მილ კან­დი­დატ­თა ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი გულ­დას­მით შე­ვის­წავ­ლე და სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სა­ჩემ­პი­ო­ნო ციკ­ლი არ არის სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მით შედ­გე­ნი­ლი ტურ­ნი­რი. ასე უძ­ლი­ე­რე­სის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - წე­რია ფი­დე­სად­მი მი­წე­რილ კარ­ლ­სე­ნის ღია წე­რილ­ში. ახალ­გაზ­რ­და ნორ­ვე­გი­ე­ლი, რომ­ლის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი 2004 წელს ამობ­რ­წყინ­და, რო­ცა 13 წლის კარ­ლ­სენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­დოს­ტა­ტის ნორ­მა­ტი­ვი შე­ას­რუ­ლა, აცხა­დებს, რომ უარ­ზეა ირ­ძო­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის­თ­ვის იმ მე­თო­დე­ბით, რო­მელ­საც ფი­დე სთა­ვა­ზობს. ნორ­ვე­გი­ე­ლის აზ­რით, და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა­ში შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის გავ­ლა არ უწევს.

"ასე­თი რამ გა­რი კას­პა­რო­ვის ჩემ­პი­ო­ნო­ბის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა და არც უნ­და იყოს. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა ხუთ წელ­ზეა გა­წე­ლი­ლი. ფორ­მუ­ლა "მატ­ჩი მატ­ჩის შემ­დეგ" ტი­ტუ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა­ში ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის",- ამ­ბობს კარ­ლ­სე­ნი.

ნორ­ვე­გი­ე­ლი ვუნ­დერ­კინ­დის გან­ცხა­დე­ბით, ის თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით არ ცდი­ლობს ფი­დე­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას. "ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ტურ­ნი­რის დაწყე­ბამ­დე ოთხი თვით ად­რე გაც­ნო­ბეთ. იმე­დია, საკ­მა­რი­სი დრო გაქვთ იმის­თ­ვის, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი შეც­ვ­ლა მო­ძებ­ნოთ, - წერს კარ­ლ­სე­ნი თა­ვის წე­რილ­ში და იქ­ვე ფი­დეს სა­კუ­თარ იდე­ებს აც­ნობს, - უსა­მარ­თ­ლო­ბაა, რომ­დე­საც სა­ჩემ­პი­ო­ნო მატ­ჩ­ზე არ­სე­ბუ­ლი ორი ად­გი­ლი­დან ერ­თი თა­ვი­დან­ვე და­ჯავ­შ­ნი­ლია, მე­ო­რის­თ­ვის კი ნამ­დ­ვი­ლი ომი უნ­და გა­ი­მარ­თოს. მი­მაჩ­ნია, რომ გა­ცი­ლე­ბით ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, გაგ­ვე­მარ­თა სა­ჩემ­პი­ო­ნო ტურ­ნი­რე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გო­რიც 2005-07 წლებ­ში გავ­მარ­თეთ და შემ­დეგ, ამ ტურ­ნი­რე­ბის სა­ერ­თო შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაგ­ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი. მინ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩე­მი მოთხოვ­ნა, ჩა­მო­ერ­თ­ვას ჩემ­პი­ონს პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ვი­ში ანან­დის კრი­ტი­კა არ არის. ანან­დი ღირ­სე­უ­ლი ჩემ­პი­ო­ნია და მე მას უდი­დეს პა­ტივს ვცემ. ჩე­მი მი­ზა­ნია კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ და პრეს­ტი­ჟულ ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­თა რე­ი­ტინ­გ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვიბ­რუ­ნო".

ვებ­გ­ვერდ Chessbase.com-ის­თ­ვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნორ­ვე­გი­ელ­მა აღი­ა­რა, რომ ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მის­თ­ვის ძნე­ლი იყო. კარ­ლ­სენ­მა ისიც თქვა, რომ სა­ჩემ­პი­ო­ნო ციკ­ლის წე­სებ­ში მუ­დამ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი და ეს ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა. "მინ­და, სრუ­ლი კონ­ცენ­ტ­რა­ცია ჭად­რაკ­ზე მო­ვახ­დი­ნო და გან­ვ­ვი­თარ­დე, რო­გორც მო­ჭად­რა­კე. არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, კუ­ლი­სებ­ში არ­სე­ბულ ინ­ტ­რი­გებ­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მშვე­ნივ­რად მეს­მის, რომ სა­ჭად­რა­კო სამ­ყა­რო ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას არა­ერ­თ­გ­ვა­როვ­ნად მი­ი­ღებს. იმე­დია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა­ში სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტა­ნენ და მა­შინ ტი­ტუ­ლის­თ­ვი­საც ვიბ­რ­ძო­ლებ," - ამ­ბობს კარ­ლ­სე­ნი.

ფი­დეს პრე­ზი­დენ­ტ­მა კირ­სან ილუმ­ჟი­ნოვ­მა ნორ­ვე­გი­ე­ლის დე­მარშს სა­ერ­თოდ არ მი­აქ­ცია ყუ­რადღე­ბა. "მოქ­მე­დი სის­ტე­მა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ამ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სპონ­სო­რე­ბი, მო­ჭად­რა­კე­ე­ბი და მწვრთნე­ლე­ბი. უც­ნა­უ­რია, რომ კარ­ლ­სენს სა­ჭად­რა­კო და­ფას­თან არ სურს პირ­ვე­ლო­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რა­საც წარ­მა­ტე­ბით აკე­თებს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი და რე­ი­ტინ­გის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი ვი­ში ანან­დი. ეს კარ­ლ­სე­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა და ჩვენ მას ვი­ღებთ. სის­ტე­მა კი არ შე­იც­ვ­ლე­ბა. გრან-პრი, მსოფ­ლიო თა­სი, კან­დი­დატ­თა ტურ­ნი­რი, მატ­ჩი ტი­ტუ­ლის­თ­ვის - ყვე­ლა ეს ტურ­ნი­რი ან უკ­ვე გა­ი­მარ­თა, ან სულ მა­ლე გა­ი­მარ­თე­ბა. ციკლს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ", - აცხა­დებს ილუმ­ჟი­ნო­ვი.

ეს პირ­ვე­ლი სკნა­და­ლი არ არის, რო­მე­ლიც სა­ჩემ­პი­ო­ნო ციკლს უკავ­შირ­დე­ბა. არც ისე დი­დი ხნის წინ ტურ­ნი­რის გა­მარ­თ­ვის ად­გილ­მა გა­მო­იწ­ვია ხმა­უ­რი. თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, კან­დი­დატ­თა ტურ­ნი­რი ბა­ქო­ში უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ სო­მეხ დი­დოს­ტატ ლე­ვონ არო­ი­ანს უსაფ­რ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია ვერ მის­ცა. სა­ჭი­რო გახ­და ტურ­ნი­რის გა­ყო­ფა, რა­ზეც ფი­დე არ და­თან­ხ­მ­და. გა­დაწყ­და, რომ პრე­ტენ­დენ­ტ­თა მატჩს ყა­ზა­ნი უმას­პინ­ძ­ლებს.

მაგ­რამ არც ყა­ზა­ნია ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი. ბულ­გა­რელ­მა მო­ჭად­რა­კემ ვე­სე­ლინ ტო­პა­ლოვ­მა გა­ნაცხა­და, რომ რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ რუ­სეთ­ში თა­მაშს აზ­რი არ აქვს. შე­გახ­სე­ნებთ, 2006 წელს ელო­ის­ტა­ში გა­მარ­თულ სა­ჩემ­პი­ო­ნო მატ­ჩ­ში ტო­პა­ლო­ვი კრამ­ნიკ­მა და­ა­მარ­ცხა და მა­შინ ბულ­გა­რელ­მა რუ­სუ­ლი მხა­რე ჯა­შუ­შო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლა. ასე რომ, ითა­მა­შებს თუ არა ვე­სე­ლინ ტო­პა­ლო­ვი კან­დი­დატ­თა მატ­ჩ­ში, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

მოკ­ლედ გა­გაც­ნობთ მაგ­ნუს კარ­ლ­სე­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ას.

და­ი­ბა­და 1990 წლის 30 ნო­ემ­ბერს ნორ­ვე­გი­ა­ში. 2004 წლის 24 აპ­რილს, 13 წლის ასაკ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­დოს­ტა­ტის ნორ­მა­ტი­ვი შე­ას­რუ­ლა. ამ­ჟა­მად სა­ჭად­რა­კო რე­ი­ტინ­გ­ში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს. 2010 წლის იან­ვარ­ში ფი­დეს რე­ი­ტინგს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და ჭად­რა­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და მო­ჭად­რა­კეა, ვინც რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ად­გილ­ზე აღ­ზევ­და. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვა 2826 ქუ­ლა, რაც ჭად­რა­კის ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­რი კას­პა­როვს აქვს. 2800-ქუ­ლი­ა­ნი ბა­რი­ე­რი 18 წლი­სა და 10 თვის ასაკ­ში გა­და­ლა­ხა და ჭად­რა­კის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და დი­დოს­ტა­ტი, რო­მელ­საც ეს ბა­რი­ე­რი და­ე­მორ­ჩი­ლა. გა­სულ წელს გა­რი კას­პა­როვ­თან ვარ­ჯი­შობ­და და მის­გან კონ­სულ­ტა­ცი­ებს იღებ­და. ჭად­რაკ­თან ერ­თად ბიზ­ნე­სის­თ­ვი­საც იც­ლის - რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­რეკ­ლა­მო სა­ხეა.

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული