ქართველები ვერ გვახარებენ
23 სექტემბერი, 2009
1667
print

წარუმატებლად წარიმართა ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის.

ტურნირის დასრულებამდე ხუთი დღით ადრე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ აგვისტოში პირველ მაეგაშირობამდე აღზევებული ტოჩინოშინი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და რეიტინგშიც დაქვეითდება.

არანაკლებ რთული მდგომარეობა აქვს ვეტერან კოკაის, რომელმაც ბაშო კარგად კი დაიწყო, მაგრამ მერე ისე არ წაუვიდა საქმე, როგორც გეგმავდა და მასაც რეიტინგში დაქვეითება ემუქრება. კოკაის უკანდასახევი გზა არა აქვს - ახლა ის მეთოთხმეტე მაეგაშირაა.

გუშინ ქართველებისთვის მორიგი წარუმატებელი დღე იყო. კოკაიმ ჰატაკიკომის ილეთით კასუგაოსთან წააგო. ახლა ქართველის ანგარიშზე ოთხი გამარჯვება და ექვსი მარცხია.

ტოჩინოშინი აღმოსავლეთის სეკივაკე ბარუტოსთან დამარცხდა. ეს ქართველის მიერ წაგებული მერვე დაპირისპირებაა სექტემბრის ბაშოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინი ბაშოს უარყოოფითი ბალანსით დაასრულებს.

ტურნირზე ისევ ლიდერობს იოკოძუნა ასოშორიუ, რომელსაც ათიდან ათივე ბრძოლა აქვს მოგებული. სავარაუდოდ, იმპერატორის თასის გამარჯვებულის ბედი ასოშორიუსა და ჰაკუჰოს პირად დაპირისპირებაში გაირკვევა.

დღეს, ბაშოს მეთერთმეტე დღეს, კოკაი შეხვდება დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა შიმიტორუს, რომელსაც შვიდი ბრძოლა აქვს წაგებული. ტოჩინოშინი კი შეეჭიდება მასავით მძიმე მდგომარეობაში მყოფ აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა შოტენერუს, რომელმაც ათიდან მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო.

სხვა სიახლეები
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 მარტი, 2010 მეტი სტიმული მოძრავი ცხოვრებისათვის
06 ნოემბერი, 2009 მილიონები და ტიტულები
21 ოქტომბერი, 2009 სასარგებლო სიკვდილი
16 ოქტომბერი, 2009 შსს სრული სვლით
13 ოქტომბერი, 2009 უბრალო დამთხვევა თუ…
22 სექტემბერი, 2009 მორიგი წარუმატებელი დღე
09 სექტემბერი, 2009 ტრადიციული, თუმცა ახალი